პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ორი ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდა და კონკრეტულ მიმდინარე საქმეზე ანგარიში მოითხოვა. პრემიერის თქმით, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა
TV პირველი

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, როგორ მივიდნენ ისინი სასამართლოში და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოითხოვეს.

“ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა და აკრძალულია ყველა ქვეყანაში.

მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ 2 ევროპელ ელჩზე, რომელიც სხვადასხვა დროს იყო მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვა კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიში, რაც არის აკრძალული ყველა ქვეყანაში, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. ასევე თქვენ ისმენდით საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას საქართველოში. ბოლო პერიოდში პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებიტაც მოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა, მანამდე იყო სხვა საქმეებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესები, რაც არასწორია, - განაცხადა კობახიძემ.

მანამდე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სასამართლოს საქმეში ჩარევაზე ისაუბრა და თქვა, რომ “მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა იყო“.

გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა. ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს, - თქვა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი, ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც კონსტიტუციის სიმტკიცისა და უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი, ამისთვის თითოეულ მოსამართლეს უდიდესი მადლობა ეკუთვნის
  3. BM.GEოპოზიციური„ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა და უცხოური ჩარევები“ - რა თქვა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეზე?
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს, ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს
  5. POSTVსამთავრობოპრემიერი: “გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის”
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა იყო“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები