ირაკლი კობახიძე – ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს, ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიმდინარე საქმეებზე განმარტებების მიღებას ცდილობენ, რაც ვენის კონვენციის დარღვევა და სასამართლოზე ზეწოლაა.

გასული წლების განმავლობაში ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა.
„დღეს, ხშირად ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსჯად საქმეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უხეშ მცდელობად უნდა შეფასდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი.
„ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. მადლობა მინდა, გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი, ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის
ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც კონსტიტუციის სიმტკიცისა და უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი, ამისთვის თითოეულ მოსამართლეს უდიდესი მადლობა ეკუთვნის
„ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა და უცხოური ჩარევები“ - რა თქვა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეზე?
პრემიერი: “გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის”
კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა
ირაკლი კობახიძე - 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ
ციტატები სტატიიდან
„ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს“
„დღეს, ხშირად ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსჯად საქმეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უხეშ მცდელობად უნდა შეფასდეს“
„ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. მადლობა მინდა, გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…