პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცოტა ადრე უნდა ეფიქრა დანარჩენ ოპოზიციას. ახლა, როცა აკრძალვაზე მიდგა საქმე, ცდილობენ გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" - თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციური ალიანსიდან "ნაციონალური მოძრაობის" გარიცხვაზე

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ მას შემდეგ გაემიჯნენ, რაც მათი აკრძალვის საკითხი დადგა. თავად „ენმ-ში“ კი აცხადებენ, რომ გაერთიანება არ დაუტოვებიათ და გარიცხვის შესახებ მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს.

ცოტა ადრე უნდა ეფიქრა დანარჩენ ოპოზიციას. ახლა, როცა აკრძალვაზე მიდგა საქმე, ცდილობენ გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" - თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციური ალიანსიდან "ნაციონალური მოძრაობის" გარიცხვაზე
რუსთავი 2

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს. მანამდე პარტიაში ამბობდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ.

ოპოზიციაში მორიგ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას ხელოვნურად ცდილობს.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციური პარტიები მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ, როდესაც დღის წესრიგში რამდენიმე პარტიის, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის საკითხი დადგა.

"რეკორდული მაჩვენებელია უკვე, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, ჩვენთვის ჯამი არ იცვლება. ფაქტია, გარიცხეს, ეს იცის ყველამ აბსოლუტურად, მაგრამ დაგვიანებულად გარიცხეს, ეს ცოტა ადრე უნდა ეფიქრა დანარჩენ ოპოზიციას. ახლა, როცა მიდგა პარტიების აკრძალვაზე საქმე, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ცდილობენ გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" და ხვდებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა"არის შავი ლაქა ამ გაერთიანების, ცდილობენ, გაემიჯნონ, თუმცა გაერთიანებიდან აქამდე მთელი წლების განმავლობაში, თავიდან ბოლომდე ორკესტრირებულად ერთად მოქმედებდნენ და ერთად აზიანებდნენ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეკორდული მაჩვენებელია უკვე, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, ჩვენთვის ჯამი არ იცვლება. ფაქტია, გარიცხეს, ეს იცის ყველამ აბსოლუტურად, მაგრამ დაგვიანებულად გარიცხეს, ეს ცოტა ადრე უნდა ეფიქრა დანარჩენ ოპოზიციას. ახლა, როცა მიდგა პარტიების აკრძალვაზე საქმე, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ცდილობენ გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" და ხვდებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა"არის შავი ლაქა ამ გაერთიანების, ცდილობენ, გაემიჯნონ, თუმცა გაერთიანებიდან აქამდე მთელი წლების განმავლობაში, თავიდან ბოლომდე ორკესტრირებულად ერთად მოქმედებდნენ და ერთად აზიანებდნენ ჩვენს ქვეყანას“
ირაკლი ჭეიშვილი
„არის შავი ლაქა ამ გაერთიანების, ცდილობენ, გაემიჯნონ, თუმცა გაერთიანებიდან აქამდე მთელი წლების განმავლობაში, თავიდან ბოლომდე ორკესტრირებულად ერთად მოქმედებდნენ და ერთად აზიანებდნენ ჩვენს ქვეყანას“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მთლიანად ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა შესაძლოა ეწოდოს – რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები