პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთლიანად ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა შესაძლოა ეწოდოს – რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე

ნაციონალური მოძრაობა

დეპუტატ რატი იონათამიშვილის მტკიცებით, ოპოზიციურ ალიანსს შესაძლოა „გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა“ ეწოდოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გარიცხვის შესახებ მხოლოდ ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს.

მთლიანად ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა შესაძლოა ეწოდოს – რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე
რუსთავი 2

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ, მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს.

მანამდე პარტიაში ამბობდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას, ხელოვნურად ცდილობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ მთლიანად ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა შესაძლოა ეწოდოს:

"ერთ დღეს ვიგებთ რომ წავიდნენ, მეორე დღეს ვიგებთ, რომ გააგდეს და გარიცხეს და გააგდებს, წასულებიც არიან და გარიცხულებიც ერთდროულად. სინამდვილეში საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ერთმანეთი გარიცხეს ამ უსამშობლოებმა, ერთმანეთი გაყარეს, თვითონ გაიქცნენ, თუ რა გააკეთეს ან რას გააკეთებდნენ, მანამდე რა გაუკეთებიათ მარტო იმას აქვს საზოგადოებისთვის მნიშვნელობა იმიტომ, რომ აქამდე რასაც აკეთებდნენ ამით ძალიან კარგად იციან როგორი მიუღებლები არიან მთლიანი საქართველოსთვის ეს ადამიანები და დღეს რას აკეთებენ და ხვალ რას გააკეთებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთლიანად მათ აი ამ აგენტურულ ერთობას შეგვიძლია გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ." - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთ დღეს ვიგებთ რომ წავიდნენ, მეორე დღეს ვიგებთ, რომ გააგდეს და გარიცხეს და გააგდებს, წასულებიც არიან და გარიცხულებიც ერთდროულად. სინამდვილეში საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ერთმანეთი გარიცხეს ამ უსამშობლოებმა, ერთმანეთი გაყარეს, თვითონ გაიქცნენ, თუ რა გააკეთეს ან რას გააკეთებდნენ, მანამდე რა გაუკეთებიათ მარტო იმას აქვს საზოგადოებისთვის მნიშვნელობა იმიტომ, რომ აქამდე რასაც აკეთებდნენ ამით ძალიან კარგად იციან როგორი მიუღებლები არიან მთლიანი საქართველოსთვის ეს ადამიანები და დღეს რას აკეთებენ და ხვალ რას გააკეთებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთლიანად მათ აი ამ აგენტურულ ერთობას შეგვიძლია გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ.“
რატი იონათამიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცოტა ადრე უნდა ეფიქრა დანარჩენ ოპოზიციას. ახლა, როცა აკრძალვაზე მიდგა საქმე, ცდილობენ გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" - თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციური ალიანსიდან "ნაციონალური მოძრაობის" გარიცხვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები