პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტრო

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
იმედინიუსი

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი გაიმართა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნასა და საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში მის განსაკუთრებულ ღვაწლს მიეძღვნა.

კონცერტში მონაწილეობდნენ - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი.

კონცერტზე იოჰან სებასტიან ბახის “შემიწყალე მე ღმერთო ჩემო“, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის“ გიხაროდენ ჭეშმარიტო, სხეულით შობილო მარიამისგან” და “რექვიემი” შესრულდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები