პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

აჭარის მთავრობა

ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორა დაესწრნენ.

ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა
რუსთავი 2

ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

ღობისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა.

აჟღერდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, შესრულდა პატრიარქ ილია II-ის საგალობლები. პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენასა და მისი ხსოვნის უკვდავყოფას, საერთაშორისო დონეზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენას, უნიკალური ქართული მრავალხმიანობისა და საგუნდო ხელოვნების, ასევე, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების გაცნობას.

წმინდა აგათას ბაზილიკაში გამართულ ქართულ მუსიკალურ საღამოს ესწრებოდნენ იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები