"ბათუმი და საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის" - თორნიკე ჯანაშვილი Cipriani Batumi-ის პრეზენტაციაზე
ბათუმში დეველოპერული პროექტის, Cipriani Batumi-ის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პირველი რეზიდენციის სიმბოლური გასაღები რონალდინიოს გადაეცა. „ბლოკ ჯგუფის“ პარტნიორ თორნიკე ჯანაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ქვეყანა ასეთი პროექტებისთვის მზადაა.

"დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ", - ამის შესახებ "ორბი ჯგუფის“ და „ბლოკ ჯგუფის“ დეველოპერული პროექტის - Cipriani Batumi-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლისას "ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმი და ზოგადად საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის.
"Cipriani Batumi იქნება სრულფასოვანი დანიშნულების ადგილი, უმაღლესი დონის რეზიდენციები, სასტუმრო, რესტორნები, სპა და გასართობი სივრცეები. რონალდინიოს მიერ პირველი რეზიდენციის მიღება არის ნდობის საჯარო დადასტურება - ეს აჩვენებს, რომ ბათუმი და საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ", - განაცხადა მან.
Cipriani Batumi ბრენდის პირველი პროექტია რეგიონში. პროექტს ORBI Group და BLOCK Group ერთობლივად განახორციელებენ.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ღონისძიების საპატიო სტუმარი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო იყო. მას, როგორც პროექტში რეზიდენციის პირველ მფლობელს, სიმბოლური გასაღები გადაეცა.
პროექტის პრეზენტაციას ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
Cipriani Batumi მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში - ირაკლი კობახიძე
"ასეთი ბრენდის შემოსვლა სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს" - კობახიძე Cipriani Batumi-ს პროექტზე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ რონალდინიო არის საკუთრების პირველი შემძენი Cipriani Batumi-ს პროექტში, ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ის უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას
Cipriani Batumi მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში - ირაკლი კობახიძე
პრემიერი: Cipriani Batumi მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის განვითარებისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია დაესწრო
ციტატები სტატიიდან
„დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ“
„Cipriani Batumi იქნება სრულფასოვანი დანიშნულების ადგილი, უმაღლესი დონის რეზიდენციები, სასტუმრო, რესტორნები, სპა და გასართობი სივრცეები. რონალდინიოს მიერ პირველი რეზიდენციის მიღება არის ნდობის საჯარო დადასტურება - ეს აჩვენებს, რომ ბათუმი და საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…