აჭარის მთავრობის თავმჯდომარე Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია დაესწრო
ბათუმში Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.
ბათუმში Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, Cipriani-ს ხელმძღვანელი ჯუზეპე ჩიპრიანი, ORBI Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და BLOCK Group-ის მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი.
"საქართველო მსოფლიო დონის პროექტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, აჭარა კი ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება საერთაშორისო ბრენდებისთვის, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი კურსი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების გვერდით ჩიპრიანის ფოკუსში ბათუმის გამოჩენა ჩვენი ქალაქის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს ბრენდი მთელ მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების მომსახურებასთან და წარმატებასთან ასოცირდება. დღეს ეს იტალიური გამოცდილება აჭარაში შემოდის და ბათუმს ახალ, გამორჩეულ ხასიათს შესძენს.
ამ პროექტისთვის ბათუმის შერჩევა შემთხვევითი არ არის. ჩვენი რეგიონის მზარდი ცნობადობა და განვითარება ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის სწორი კოორდინაცია ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - დღევანდელი დღე კი ამის ნათელი მაგალითია" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
Cipriani Batumi ბრენდის პირველი პროექტია რეგიონში. კომპლექსი გააერთიანებს სასტუმრო-რეზიდენციებს, სპა და გამაჯანსაღებელ სივრცეებს, აუზებსა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. პროექტს ORBI Group და BLOCK Group ერთობლივად განახორციელებენ..
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ღონისძიების საპატიო სტუმარი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო იყო. მას, როგორც პროექტში რეზიდენციის პირველ მფლობელს, სიმბოლური გასაღები გადაეცა.
პროექტის პრეზენტაციას ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ რონალდინიო არის საკუთრების პირველი შემძენი Cipriani Batumi-ს პროექტში, ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ის უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას
Cipriani Batumi მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში - ირაკლი კობახიძე
პრემიერი: Cipriani Batumi მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის განვითარებისთვის
"ბათუმი და საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის" - თორნიკე ჯანაშვილი Cipriani Batumi-ის პრეზენტაციაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია დაესწრო
ციტატები სტატიიდან
„საქართველო მსოფლიო დონის პროექტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, აჭარა კი ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება საერთაშორისო ბრენდებისთვის, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი კურსი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების გვერდით ჩიპრიანის ფოკუსში ბათუმის გამოჩენა ჩვენი ქალაქის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს ბრენდი მთელ მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების მომსახურებასთან და წარმატებასთან ასოცირდება. დღეს ეს იტალიური გამოცდილება აჭარაში შემოდის და ბათუმს ახალ, გამორჩეულ ხასიათს შესძენს. ამ პროექტისთვის ბათუმის შერჩევა შემთხვევითი არ არის. ჩვენი რეგიონის მზარდი ცნობადობა და განვითარება ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის სწორი კოორდინაცია ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - დღევანდელი დღე კი ამის ნათელი მაგალითია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…