პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვინ არიან სტუდენტები, რომლებმაც ირწმუნეს, რომ ინიციატივის აღება მნიშვნელოვანია

ტვ პირველიგანათლების სამინისტროსაქართველოს პარლამენტიტელეიმედი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „დაიცავი ილიაუნი“ განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს უნივერსიტეტში ღია დისკუსიაზე იწვევს და განათლების იმ რეფორმის ახსნას სთხოვს, რომელმაც სასწავლო მიმართულებების 90%-ზე მეტი გააუქმა.

ვინ არიან სტუდენტები, რომლებმაც ირწმუნეს, რომ ინიციატივის აღება მნიშვნელოვანია
ბათუმელები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთ საღამოს, სტუდენტები შევიკრიბეთ აუდიტორიაში და ვთქვით, რომ ყველა ჩვენი რესურსით შევეწინააღმდეგებოდით დეფორმას, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს უნივერსიტეტს“
ლადო ჯახუა
„არ ვიცი, რამდენად არის გივი მიქანაძე ის ადამიანი, რომელიც მიიღეს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ველოდები მის მოსვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ ეს რეფორმა კარგია, მაშინ აგვიხსნას, პირადად გვითხრას და მოვუსმენთ. თუ არ მოვა, ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ მას ეს არ შეუძლია“
ლადო ჯახუა
„არ გვინდა დებატები რომელიმე ტელევიზიაში, არ გვინდა შოუ. ჩვენ გვინდა, რომ დაგვიჯდეს აუდიტორიაში, სადაც დავუსვამთ კითხვებს და ის გვიპასუხებს. კითხვები შეეხება ზოგადად, განათლების რეფორმას და კონკრეტულად, ილიას უნივერსიტეტის ბედს“
ლიზი შანშაშვილი
„თუ ვიცავთ ილიაუნის, ვიცავთ განათლებასაც“
ლადო ჯახუა
„ყველა ფორმატი ვნახეთ მათ ხელმძღვანელობასთან და ვერაფერი ვერ აქვთ სათქმელი“
„ჩვენ არ გვჭირდება ზოგადი განმარტებები და წინასწარ მომზადებული პასუხები. ჩვენ გვჭირდება ღია დისკუსია, კონკრეტული არგუმენტები და ის, რომ სტუდენტების წინაშე აიღოთ მათთან კომუნიკაციის პასუხისმგებლობა. არ ვართ თანახმა შეხვედრის ფორმატის არც ერთ ცვლილებაზე და არ ვართ თანახმა სამთავრობო ტელევიზიებში მოსვლაზე. ეს ჩვენი დიალოგი უნდა იყოს. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, მოსვლა არ უნდა გიჭირდეთ და თავს არ უნდა არიდებდეთ სტუდენტებთან შეხვედრას, რომელთა მომავალსაც ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს“
იოანე ქაფიანიძე
„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მიქანაძე მოვა. აქამდეც არაერთი მოთხოვნა იყო პროფესორების მხრიდან, სტუდენტების მხრიდან – მოდით, დაგველაპარაკეთ, დისკუსია შედგეს. მაგრამ, პასუხი არავის მიუღია. „იმედზე“ მოაწყვეს ცირკი, რომელსაც დაარქვეს დებატები, სადაც არავის და არცერთ კითხვას არ უპასუხა. რა არგუმენტით შეიძლება მოვიდეს მინისტრი ამ უნივერსიტეტში და აგვიხსნას, რატომ გააუქმეს ჩვენი მიმართულებების 92%?! რამეში წაადგება ეს ქვეყანას?! ანადგურებენ, ასუსტებენ უნივერსიტეტს, რომელიც არის ერთ-ერთი აქტიური აკადემიური სივრცე ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრ ადამიანი, თვითონ სტუდენტები, კიდევ ერთხელ დაინახავენ, რას ვაკეთებთ ჩვენ და რომ სწორია, ის რასაც ვაკეთებთ. რომ რეალურად, განათლების მინისტრად გვყავს კაცი, რომელიც ვერ ბედავს მივიდეს სტუდენტებთან და დაელაპარაკოს. რომ მოვიდეს ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი, პროფესორები დასვამენ კითხვებს – თავს არავინ მოაჭამს, კითხვებს დავსვამთ, რომლებზეც, დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გაგვცემს“
ლუკა მიშველაძე
„ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ მქონდა სტუდენტობა და უკვე აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ სივრცე, რომელსაც არ იცნობ, ხდება შენი დასაცავი. არ არის მარტივი თუნდაც რაღაც შეხვედრაზე მიხვიდე უცხო ადამიანებთან იმაზე სალაპარაკოდ, რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს. საბოლოოდ, რამაც მომცა მუხტი და შემდეგ უკვე მოძრაობის ჩამოყალიბებაშიც მივიღე მონაწილეობა, არის ის, რომ დავინახე – ცვლილების სურვილი ჰქონდათ სხვებსაც. როდესაც ბევრი ისეთი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, რომლებიც ფიქრობენ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეიძლება დიდი მიზნის მიღწევა, ეს მართლა გამოდის. ჩვენ მივხვდით, რომ შეგვიძლია ერთად მივაღწიოთ საერთო მიზანს“
„ამ რეფორმამ იძულებულები გაგვხადა, შეგვეცვალა ჩვენი გეგმები – მოულოდნელად გადამიყვანეს სამწლიან სწავლებაზე. როდესაც მე ჩავაბარე, მქონდა კონკრეტული გეგმა, რომ უნდა მესწავლა ოთხი წელი. ამ გეგმაში შედიოდა მაინორის [დამატებითი სპეციალობა] აღება, რისი უფლებაც მე წამერთვა. პირობა იყო, რომ ვინც უკვე სტუდენტია, იმათ არ შეეხებოდა რეფორმა. ესეც აღმოჩნდა ტყუილი: ვინც პირდაპირ 3-წლიანზე ჩააბარა, იმათ შედარებით უკეთესი სიტუაცია აქვთ – გამზადებულ პროგრამაზე ჩააბარეს. მაგრამ ჩვენ, ვინც 4-წლიანზე ჩავაბარეთ, მთელი წელი ვისწავლეთ 4-წლიანი სისტემით და მერე, უცებ, ერთ დღეში გადაკეთებული პროგრამით მოგვიწია სწავლის გაგრძელება. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებს, გარდა ინგლისურისა, კიდევ ერთი ენა გვემატებოდა [ეს ვეღარ ხერხდება]. გამოვიდა, რომ ჩვენ 1-2 დონთ ნაკლები უნდა ვისწავლოთ, რადგან ერთი წელი ჩამოგვეჭრა. მთავარი კითხვა, რაც მაქვს არის ის, რატომ შეიცვალა ჩვენი გეგმები ვიღაცის ახირების გამო“
„ილიას უნივერსიტეტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის, პროპაგანდის და „გაშავების“ უამრავი მცდელობის მიუხედავად, ახერხებდა იმას, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში. გვინდა, რომ არ წაგვართვან ამ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არა მარტო მე, რომელიც 2 წელში დავასრულებ აქ სწავლას, არამედ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდოდათ ამ უნივერსიტეტში ჩაბარება. ძალიან ბევრი ისეთი მოსწავლე ვიცი, ვისაც უნდოდა პოლიტიკის მეცნიერებაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ფსიქოლოგიაზე, იურიდიულზე ესწავლა ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა წაართვეს. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მხოლოდ იმ 15 000 სტუდენტის პრობლემაა, რომლებიც აქ სწავლობენ, ან რექტორის და პროფესორის. ამ უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მიუხედავად პრობლემებისა და გამოწვევებისა, შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამიტომ, მისი გაუქმება არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“
ლუკა მიშველაძე
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ არის სამიზნე, რომ ამ უნივერსიტეტიდან გამოსულმა ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ხმის ამოღება, გაბედა, ყოფილიყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ეს სტუდენტები ჩართულები არიან იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, იქნება ეს 2-წლიანი უწყვეტი პროტესტი თუ სხვა. ჩვენ ვნახეთ, რომ რეფორმის იდეა – „ერთი ფაკულტეტი ერთ უნივერსიტეტში“ არ მუშაობს. ასევე, ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტები, სადაც კვოტები გაუგებრად გაზარდეს და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეიძლება ლოჯისტიკურად გამართონ ის, რომ თუ აქამდე უნივერსიტეტი იღებდა 1000 კაცს, როგორ მიიღოს ხვალ 2000. ვნახეთ, რომ ეს რეფორმა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგაა მიმართული“
ლუკა მიშველაძე
„ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ოთხი დღე, სრული 100 საათი იყო. ეს იყო ისეთი რამე, რაზეც „ოცნებამაც“ კი ვერ გაგვაშავა“
ლიზი შანშაშვილი
„100 000-ის შეგროვებაც კი ურთულესი მიზანი იყო ჩვენთვის – ვინ ჩაურიცხავს ფულს სტუდენტს?! ნდობის ფაქტორი თითქოს საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩვენდამი – ადამიანები არ გვიცნობენ. მაგრამ, სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი დადო. ხალხიც გამოგვყვა. ეს იყო ერთ-ერთი დიდი გაკვეთილი ჩვენთვის, რომ ინიციატივის აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხი ელოდება ინიციატივას, ელოდება, რომ ვიღაც რაღაცაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ყველას გვინდა, რაღაც უკეთესი, მაგრამ ველოდებით ერთმანეთს“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოგიწოდებთ მოხვიდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ნოემბერს - სტუდენტებმა გივი მიქანაძეს განცხადებით მიმართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები