პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის ელჩი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომელთაც ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საპარლამენტო ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება.

ევროკავშირის ელჩი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომელთაც ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება
ინტერპრესნიუსი

ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.

“არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.

ევროკომისიის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ევროკომისიის პოზიცია. ევროკომისარმა კოსმა მისი პრესკონფერენციის დროს ძალიან ნათლად თქვა: “საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს”.

ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ როდესაც ევროპის საბჭოს ყველა წევს უყურებ, და საქართველოს ერთ-ერთია მათგან, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება - პაველ ჰერჩინსკი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს“
კოსი
„არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს. ევროკომისიის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ევროკომისიის პოზიცია. ევროკომისარმა კოსმა მისი პრესკონფერენციის დროს ძალიან ნათლად თქვა: “საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს”. ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ როდესაც ევროპის საბჭოს ყველა წევს უყურებ, და საქართველოს ერთ-ერთია მათგან, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება - პაველ ჰერჩინსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები