პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებზე: ამერიკელმა ხალხმა ომს უარი უთხრა

ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, აშშ-ის არჩევნებზე ამერიკელმა ხალხმა ომს უარი უთხრა. იგი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ საზოგადოების ნების უგულებელყოფას და საერთაშორისო შანტაჟისტების სამსახურს „კოშმარი მოჰყვება“.

ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებზე: ამერიკელმა ხალხმა ომს უარი უთხრა
იმედინიუსი

ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ კონგრესის შუალედურ არჩევნებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელმა ხალხმა ომს უარი უთხრა.

„სინდისის გამო თუ ცხოვრების გაძვირების გამო, ამერიკელებმა თქვეს: არა ომს! და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გზავნილს“, - წერს ღალიბაფი.

ირანელი პოლიტიკოსი აშშ-ის ხელისუფლებას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ხალხის ნების უგულებელყოფას მძიმე შედეგები მოჰყვება: „თუ აშშ-ის მთავრობა უღალატებს საკუთარი საზოგადოების ნებას, რათა ემსახუროს საერთაშორისო დამფინანსებლებსა და შანტაჟისტებს, ის შეიტყობს, რომ ჩვენს „არა“-ს კოშმარი მოჰყვება“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირანის პარლამენტის სპიკერი - ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“
  2. რუსთავი 2სამთავრობოამერიკელებმა ომს უთხრეს "არა" და ჩვენ ამ გზავნილს მხარს ვუჭერთ - ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის არჩევნებზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება - თუ ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები