ირანის პარლამენტის სპიკერი - ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“
ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, ამერიკელებმა არჩევნებზე ომს უთხრეს „არა“. მისივე მუქარით, თუ აშშ-ის მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, ირანის მხრიდან „არას“ კოშმარი მოჰყვება.

სინდისის კარნახით თუ ცხოვრების ხარჯების გაძვირების გამო, ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“ და ჩვენც მხარს ვუჭერთ ამ გზავნილს, - ასე ეხმაურება ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს.
„თუ აშშ-ის მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და საერთაშორისო მფარველებისა და შანტაჟისტების ინტერესებს მოემსახურება, მაშინ გაიგებს, რომ ჩვენს „არას“ კოშმარიც მოჰყვება“, - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.
შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ მოიპოვებენ.
ციტატები სტატიიდან
„თუ აშშ-ის მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და საერთაშორისო მფარველებისა და შანტაჟისტების ინტერესებს მოემსახურება, მაშინ გაიგებს, რომ ჩვენს „არას“ კოშმარიც მოჰყვება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…