პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Bloomberg: აშშ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 5-ით და არა 25 ათასით შეამცირებს, როგორც ევროპელი ლიდერები შიშობდნენ

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ ევროპაში სამხედროების რაოდენობას 25 000-ის ნაცვლად დაახლოებით 5 000-ით შეამცირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპზეა.

Bloomberg: აშშ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 5-ით და არა 25 ათასით შეამცირებს, როგორც ევროპელი ლიდერები შიშობდნენ
იმედინიუსი

ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირება შესაძლოა ბევრად უფრო მცირემასშტაბიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ამას ევროპელი ლიდერები უფრთხოდნენ, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები 25 000-ის ნაცვლად, დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედროს გაყვანას ელიან.

Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ აშშ-მა დადებითად შეაფასა NATO-ს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდა. გარდა ამისა, სააგენტოს მოსაუბრეთა განმარტებით, პენტაგონის ხელმძღვანელობამ „გააცნობიერა, თუ რამდენად ძლიერ არის დამოკიდებული აშშ-ის შეიარაღებული ძალები მთელ ევროპაში განლაგებულ ქვედანაყოფებზე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალის დემონსტრირებისთვის“.

მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპზეა. მანამდე NATO-ში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მეტ უიტაკერმა აღნიშნა, რომ „მასშტაბურს არაფერს ელის“. „ჩვენ აქ [ევროპაში] ბევრი რესურსი გვაქვს და ისინი სწორედ იქ არიან, სადაც გვსურს“, - განაცხადა მან.

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპაში ამერიკული კონტინგენტის რაოდენობის გადახედვა გრძელდება და ამ ეტაპზე დამატებით სათქმელი არაფერი აქვს.

ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების საკითხი უკვე თითქმის ერთი წელია განიხილება. პირველი ხმები ამის შესახებ 2025 წლის ბოლოს გავრცელდა, მოგვიანებით კი ცნობებში ევროპის ქვეყნებში განლაგებული დაახლოებით 80 000 სამხედროდან 20-დან 35 ათასამდე ჯარისკაცის გაყვანაზე იყო საუბარი. ყველაზე მსხვილი ამერიკული კონტინგენტი გერმანიაშია თავმოყრილი. 2026 წლის მაისში ტრამპმა იქიდან 5 000 ამერიკელი სამხედროს გაყვანის განკარგულება გასცა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთი აცხადებს, რომ პენტაგონი აშშ-ის მუდმივი ბაზის შექმნას მხარს უჭერს, ხოლო ტრამპის გადაწყვეტილება დეკემბერშია მოსალოდნელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები