პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება - თუ ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ქვეყანა „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება და აშშ-ის შეცდომის შემთხვევაში ბრძოლის გეოგრაფიას მათი ძალები განსაზღვრავს.

ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება - თუ ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავს
ინტერპრესნიუსი

ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

მისი თქმით, თეირანისთვის სულერთია, ვაშინგტონს მოლაპარაკებები სურს თუ ომი, თუმცა შეთანხმების მიღწევისკენ გზა გაიხსნება, თუ შეერთებული შტატები ირანის შვიდ პირობას მიიღებს.

„თუ ამჯერად ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავს“, - განაცხადა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.

მან ასევე მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა ომის პერიოდში მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქის წარდგენა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში სტრატეგიული ძალთა თანაფარდობის ცვლილების ნიშანია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანის პარლამენტის სპიკერი - ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები