საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს - გაფართოების ანგარიში
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების ქმედებები და დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს, გაწევრიანების პროცესი კი შეჩერებულია. ევროკომისია აცხადებს, რომ კურსის არშეცვლის შემთხვევაში საქართველო კანდიდატის სტატუსის სარგებელს დაკარგავს.

"ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება, რამაც ევროკავშირი აიძულა, შეეჩერებინა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის", - ამის შესახებ დღეს, 4 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში წერია.
ანგარიშის თანახმად, ფუნდამენტური პრინციპების მიმართ უკუსვლა ადასტურებს, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზე რჩება ევროკავშირის კანდიდატად. ევროკომისიის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, საქართველო კვლავ ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების პროცესის უპირატესობებით.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული რჩება, ხოლო კომისიის შეფასება იმის შესახებ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა, ძალაში რჩება. საქართველო კვლავ ვერ ახერხებს კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, ვინაიდან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას, ამავდროულად კი ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას.
თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და ხელახლა არ აიღებს ვალდებულებას იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას, საქართველო კვლავ დაკარგავს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანებამდე პროცესისგან მიღებულ სარგებელს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელად რჩება, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ", - აღნიშნულია ანგარიშში.
მიმდინარე წლის გაფართოების ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული ვითარება უარესდება, რასაც ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, ძალაუფლების გაზრდილი კონცენტრაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებზე ზეწოლა, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა, ასევე ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს.
ამას გარდა, რეპრესიული კანონების შედეგად, სამოქალაქო სივრცე უფრო მეტად იზღუდება. საქართველო კვლავაც არ ასრულებს ცხრა რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თანმხლებ რეკომენდაციად განისაზღვრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიარა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის კომუნიკეს პროექტში?
საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში
რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში
რა წერია ევროკომისია საქართველოზე 2026 წლის ანგარიშში?
“სახელმწიფოს მიტაცების რისკი კვლავ თვალსაჩინოა” – რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში?
ციტატები სტატიიდან
„ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება, რამაც ევროკავშირი აიძულა, შეეჩერებინა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…