პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და შენობიდან მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა.

თემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
იმედინიუსი

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობაში მყოფი მოქალაქეები კი უსაფრთხოდ არიან ევაკუირებული.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ბიზნესცენტრში დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები.

ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტაში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაციასთან ერთად შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაც უზრუნველყვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოთემურ მღებრიშვილი: „ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა. ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები