თემურ მღებრიშვილი: „ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა. ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ ევაკუირდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ბიზნესცენტრში დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები.
ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტაში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ლიკვიდაციასთან ერთად, შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაც უზრუნველყვეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…