ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის წარმომადგენელი: საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს რეფორმების პირობებსაც კი - პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება

ევროკომისიის განცხადებით, საქართველო კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. უწყების წარმომადგენლის ცნობით, დემოკრატიულ სტანდარტებთან დაშორების გამო ქვეყნის ევროინტეგრაცია 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა.

ევროკომისიის წარმომადგენელი: საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს რეფორმების პირობებსაც კი - პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება
ევროკომისიის წარმომადგენელი: საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს რეფორმების პირობებსაც კი - პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრებაTV პირველი

ევროსკოპისთვის ცნობილი ხდება რომ, გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს, ევროკომისია 4 ნოემბერს წარადგენს.

ევროსკოპმა წერილობითი შეკითხვით მიმართა ევროსტრუქტურებს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა რომ, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90% არის შესრულებული და რომ, საქართველო ასი ნაბიჯით უსწრებს წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

ევროსკოპმა იკითხა, რამდენად შეესაბამება ეს განცხადება რეალობას.

ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს იმ რეფორმების პირობებსაც კი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო განსაზღვრული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად (ე.წ. ცხრა ნაბიჯი).

მისივე თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება და ეს პასუხისმგებლობა მის არჩევანს უკავშირდება, დაშორდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.

ევროკავშირის გაფართოება სამართლიანი, თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებსა და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. თითოეული ქვეყანა ფასდება საკუთარი შედეგების მიხედვით, დაწყებული ფუნდამენტური საკითხებით: კანონის უზენაესობა, ძირითადი უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები და საჯარო მმართველობის რეფორმა.უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების განხორციელების მტკიცე ნება აჩვენეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს აღწევენ. შესაბამისად, ორივე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარ პროცესში წინ მიიწევს. ორივემ გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი კლასტერი(ფუნდამენტური საკითხები, საგარეო ურთიერთობები, შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა).

ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა.

საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს იმ რეფორმების პირობებსაც კი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო განსაზღვრული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად (ე.წ. ცხრა ნაბიჯი). ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება და ეს პასუხისმგებლობა მის არჩევანს უკავშირდება, დაშორდეს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.

ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი.

ევროკომისია საკუთარ სრულ შეფასებას გაფართოების შესახებ მომდევნო პაკეტში წარადგენს, რომლის გამოქვეყნებაც 4 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euroscope: ევროკომისია გაფართოებაზე ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს წარადგენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები