ნიკოლოზ სამხარაძე: ვერ ვიტყვით, რომ ეს ანგარიში ასახავს ობიექტურ რეალობას და არის მიუკერძოებელი იმიტომ, რომ არ შეიძლება, კანდიდატ ქვეყანაზე ანგარიში ისე მოამზადო, მათ შორის, ყველა სფეროზე, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური შეხვედრა არ გქონდეს გამართული
ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში მიუკერძოებელი არ არის და მასში მოხსენიებული „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ 80%-მა ბრალი აღიარა. დოკუმენტს ტენდენციურს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ანგარიში ასახავს ობიექტურ რეალობას და არის მიუკერძოებელი, - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას.
სამხარაძე ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულ ადამიანებად“ მოხსენიებულ პირებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების 80%-მა ბრალი აღიარა.
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ანგარიში ასახავს ობიექტურ რეალობას და არის მიუკერძოებელი იმიტომ, რომ არ შეიძლება, კანდიდატ ქვეყანაზე ანგარიში ისე მოამზადო, მათ შორის, ყველა სფეროზე, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური შეხვედრა არ გქონდეს გამართული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეფასებებს არ ვეთანხმებით ერთი უბრალო მიზეზის გამო - ჩვენ არ გვგონია, რომ გამჭვირვალობის კანონი რომელიმე ევროპულ ნორმას ეწინააღმდეგება. რაც შეეხება „თვითნებურად დაკავებულ ადამიანებს“, როგორც ანგარიშში წერია, მინდა, ყველას შევხსენო, რომ ამ „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ 80%-მა ბრალი აღიარა. შესაბამისად, ისინი არა თვითნებურად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არიან დაკავებულნი”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.
ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყება ასევე, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიანიკოლოზ სამხარაძე: ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ევროკომისიას კონტაქტი და ურთიერთობა არ ჰქონია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არც სამინისტროებთან და არც იმ სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის ანგარიშზე: ამას ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს, რადგან ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს
ნიკოლოზ სამხარაძე - გაფართოების ანგარიშს ვერ მივიღებთ როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელს გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გატარდა - მათ კონტაქტი არ ჰქონდათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…