პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დემოკრატებთან საერთო ენის გამონახვას შევძლებ, თუ ისინი დესტრუქციულად მოქმედებას არ გადაწყვეტენ – ტრამპი

რესპუბლიკური პარტია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმპიჩმენტზე არ ნერვიულობს და მზადაა დემოკრატებთან ითანამშრომლოს, თუ ისინი დესტრუქციულად არ იმოქმედებენ. მისი თქმით, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის შედეგზე გავლენა ირანთან ომმა მოახდინა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კვლავ მიიღებდა.

დემოკრატებთან საერთო ენის გამონახვას შევძლებ, თუ ისინი დესტრუქციულად მოქმედებას არ გადაწყვეტენ – ტრამპი
ალია

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტს არ ელოდება და მზად არის დემოკრატებთან ითანამშრომლოს. როგორც აშშ-ის პრზიდენტი ამბობს, მას უკვე დაურეკეს და სხვადასხვა საკითხებზე საუბარი შესთავაზეს.

ტრამპი ფიქრობს, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხზე ირანთან ომმა, დიდი ალბათობით, გავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ იმავე გადაწყვეტილებას კვლავ მიიღებდა.

ეს სიყვარული მათ ვერ გადავეცით. ჩვენს საარჩევნო მიტინგებზე იმდენი სიყვარული იყო, ეს წარმოუდგენელი იყო.ჩვენ ვერ შევძელით, ეს სიყვარული ჩვენს კანდიდატებზე გადაგვეტანა. სავარაუდოდ, დემოკრატებთან საერთო ენის გამონახვას შევძლებ, თუ ისინი დესტრუქციულად მოქმედებას არ გადაწყვეტენ. მათ უკვე დამირეკეს. სურთ, სხვადასხვა საკითხზე ვისაუბროთ. ეს მისაღებია.

იმპიჩმენტზე არ ვნერვიულობ, ოდნავადაც კი არა. ვფიქრობ, ეს დემოკრატიულ პარტიას გაანადგურებს, ასე რომ მოიქცნენ, რადგან ეს უმიზეზო იმპიჩმენტი იქნებოდა. რის გამო? წარმატებული ქვეყნის შექმნის გამო? წავაგეთ თუ არა არჩევნებიი ირანთან ომის გამო? ვფიქრობ, ეს დიდწილად სიმართლეა, რადგან ომმა ბენზინზე ფასების მცირე, თუმცა ხანმოკლე ზრდა გამოიწვია. ღირდა თუ არა ეს ომი ამად? დიახ, სხვა არჩევანი არ გაქვს, ეს უნდა გააკეთო, – განაცხადა ტრამპმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დემოკრატებთან ვითანამშრომლებ თუ ისინი ქვეყნისთვის საზიანოდ არ იმოქმედებენ. თუ მათი გადაწყვეტილებები არ მოგვეწონება, ვეტოს გამოვიყენებთ - დონალდ ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები