პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი: ირანის ომმა მარცხში როლი ითამაშა, თუმცა გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლიდი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ომმა და საწვავის გაძვირებამ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა მარცხში როლი ითამაშა, თუმცა ბირთვული საფრთხის თავიდან ასაცილებლად გადაწყვეტილებას არ ნანობს.

დონალდ ტრამპი: ირანის ომმა მარცხში როლი ითამაშა, თუმცა გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლიდი
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჯეი დი ვენსის განცხადება შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ დამარცხების მიზეზად ირანის ომის დასახელების შესახებ „მეტწილად სიმართლეა“.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განმარტა, რომ სამხედრო კონფლიქტმა მოკლევადიან პერსპექტივაში საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„ეს მეტწილად სიმართლეა, რადგან ომმა მოკლევადიან პერსპექტივაში ბენზინის ფასი ოდნავ გაზარდა და, სავარაუდოდ, ეს ასეც არის. თუმცა ხელახლა რომ მიწევდეს არჩევანის გაკეთება, იმავეს გავაკეთებდი, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ერთადერთი გამოსავალია. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მისცე“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ირანის ომი „ამ ფასის გადახდად ღირდა“.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ელოდა, რომ ნავთობზე ფასები გაცილებით მეტად გაიზარდებოდა და გადაწყვეტილებაც ამის გათვალისწინებით მიიღო.

„არჩევანი არ გაქვს, ეს უნდა გააკეთო. ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, თორემ ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, შესაძლოა ოდესმე აღარც არსებობდეს“, - აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოCBS News: ტრამპმა აღიარა, რომ „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ირანთან ომი იყო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეტწილად სიმართლეა“
დონალდ ტრამპი
„ეს მეტწილად სიმართლეა, რადგან ომმა მოკლევადიან პერსპექტივაში ბენზინის ფასი ოდნავ გაზარდა და, სავარაუდოდ, ეს ასეც არის. თუმცა ხელახლა რომ მიწევდეს არჩევანის გაკეთება, იმავეს გავაკეთებდი, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ერთადერთი გამოსავალია. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მისცე“
„ამ ფასის გადახდად ღირდა“
„არჩევანი არ გაქვს, ეს უნდა გააკეთო. ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, თორემ ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, შესაძლოა ოდესმე აღარც არსებობდეს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები