დავით მათიკაშვილი – ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება
დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან, მათ შორის შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება და გაღრმავებაა.

ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შუა დერეფნის მონაწილე სახელმწიფოებს წარმოადგენენ, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ყირგიზეთში ისტორიული ვიზიტი აქვს.
„მნიშვნელოვანი, ისტორიული და დატვირთული ვიზიტი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის დელეგაციას ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გვიმასპინძლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ეკონომიკური კავშირები. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას დღეს არსებული კავშირების გაღრმავებაზე. იგეგმება პარლამენტის თავმჯდომარის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ცოტა ხნის წინ იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რა დროსაც ხელი მოეწერა უამრავ შეთანხმებას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შუა დერეფნის მონაწილე სახელმწიფოებს წარმოადგენენ და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ამ ქვეყნებთან უფრო ღრმავდება.
ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ მიღწევებზე, იზრდება ყირგიზი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. სასურველია, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ასევე ბიშკეკსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის საკითხიც განიხილეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეებმა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდეგ“, — განაცხადა მათიკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მნიშვნელოვანი, ისტორიული და დატვირთული ვიზიტი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის დელეგაციას ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გვიმასპინძლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ეკონომიკური კავშირები. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას დღეს არსებული კავშირების გაღრმავებაზე. იგეგმება პარლამენტის თავმჯდომარის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ცოტა ხნის წინ იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რა დროსაც ხელი მოეწერა უამრავ შეთანხმებას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შუა დერეფნის მონაწილე სახელმწიფოებს წარმოადგენენ და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ამ ქვეყნებთან უფრო ღრმავდება. ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ მიღწევებზე, იზრდება ყირგიზი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. სასურველია, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ასევე ბიშკეკსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის საკითხიც განიხილეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეებმა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…