დავით მათიკაშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება. შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყირგიზეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას გადაწყდა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.

შეხვედრა დაგეგმილია ქვეყნის პრეზიდენტთან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და ყირგიზეთის პრეზიდენტი ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა არის მზარდი, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს, რომელიც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებობს. გუშინ შევხვდით დიასპორის წარმომადგენლებს, შევხვდით ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციას, შეხვედრამ ჩაიარა გულწრფელ, ორმხრივ დიალოგში.
ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და პარლამენტის თავმჯდომარემ ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა არის მზარდი, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს, რომელიც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებობს. გუშინ შევხვდით დიასპორის წარმომადგენლებს, შევხვდით ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციას, შეხვედრამ ჩაიარა გულწრფელ, ორმხრივ დიალოგში. ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და პარლამენტის თავმჯდომარემ ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…