პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს - დავით მათიკაშვილი​

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილმა ბიშკეკში ინიციატივა წამოაყენა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის მონაწილეობით შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად.

შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს - დავით მათიკაშვილი​
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყირგიზეთში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი დღეს ბიშკეკში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება.

უკვე შედგა ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერების შეხვედრა, რის შემდეგაც მოლაპარაკება მხარეებმა ეროვნული დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას გააერთიანებს და ის შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების საკითხებზე იმუშავებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია.

"შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა არის მზარდი, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს, რომელიც არსებობს ყირგიზეთსა და საქართველოს შორის. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან, შევხვდით ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას, შეხვედრამ ჩაიარა გულწრფელ ორმხრივ დიალოგში. ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და პარლამენტის თავმჯდომარემ მოიპატიჟა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება. შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა არის მზარდი, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს, რომელიც არსებობს ყირგიზეთსა და საქართველოს შორის. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან, შევხვდით ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას, შეხვედრამ ჩაიარა გულწრფელ ორმხრივ დიალოგში. ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და პარლამენტის თავმჯდომარემ მოიპატიჟა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი – ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები