პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ძალიან ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს, დოკუმენტში ახალი არაფერი წერია, ეს არის გაერთიანება იმ ძველი ბრალდებების, რაც გასული თვეების განმავლობაში გვესმოდა

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში „გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილს“ ჰგავს და ძველი ბრალდებების გაერთიანებაა. „ქართულ ოცნებაში“ კი დოკუმენტს ტენდენციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბრიუსელი მოსამართლეების უცხოელთა მონაწილეობით დანიშვნას ითხოვს.

ევროკომისია დღეს წარადგენს "2026 წლის გაფართოების პაკეტს", რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.

მმართველი გუნდის განცხადებით, ანგარიში იდენტურად იმეორებს გასული წლების შინაარსს და დოკუმენტი გაჯერებულია ევრობიუროკრატების ტენდენციური მიდგომებით, მათ შორის, ძალადობრივ აქციებში მონაწილე იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული უკვე თავად აღიარეს და საპროცესო შეთანხმებებიც ითხოვეს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც საფრანგეთი "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, ევროკომისია საქართველოში ასეთ პირებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს. გაფართოების ანგარიშში ასევე მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნონ, რასაც "ქართული ოცნება" დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

"კონკრეტულად ეს ჩანაწერიც ძალიან საინტერესოა. ამჯერად ბრიუსელმა იკისრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლიც. ეს ჩანაწერი, რა თქმა უნდა, არის ყოველგვარ აზრს მოკლებული. ამ ტიპის შეფასებების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო შეიძლება იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

თუკი ვინმემ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 2024 წლის 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომაც არაერთხელ დაადასტურა თავის ოფიციალურ განცხადებაში, "ტვიტერის" შეფასებებშიც - ამიტომ, აქ ყველაფერი ნათელია.

ძალიან ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს, გაბრაზებული ადამიანის, რომელმაც ბევრი იჩხიკინა, ბევრი იწვალა, ბევრი გაიძულა, მაგრამ მაინც ვერ გაგაკეთებინა ის, რაც მას უნდოდა. დოკუმენტში არაფერი ახალი არ წერია, ეს არის თავმოყრა, ასე ვთქვათ, გაერთიანება იმ ძველი ბრალდებების, რაც ჩვენ გვესმოდა გასული თვეების განმავლობაში.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ და ამავდროულად, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა საქართველოსთან, სამინისტროებთან, ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში შეიძლება ხდებოდა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში არის გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული, სადაც საქართველოს პოზიცია გათვალისწინებული არ არის - მზად ვართ, თუ რაიმე კითხვა აქვს ბრიუსელს, გავცეთ ამომწურავი პასუხი და არა ზედაპირული, „გუგლის“ გამოყენებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური ბრალდებები და მას არანაირი კავშირი რეალობასთან, მითუმეტეს, სამართლიანობასთან, ევროპელობასთან, ევროპულ ღირებულებებთან არ აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები