ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი - ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი

საქართველოს პარლამენტი

ევროკომისიასთან ურთიერთობები და ფორმატები გაყინულია, კომუნიკაცია არ არსებობს და გაფართოების ანგარიშში სიახლეს არ ველოდები, აცხადებს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ლევან მახაშვილი - ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი
ლევან მახაშვილი - ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარიინტერპრესნიუსი

ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც წინა პერიოდში, გაყინულია ურთიერთობები, ევროკომისიის მხრიდან შესაბამის სამინისტროებთან არანაირი კომუნიკაცია არ არის.

მახაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია დიალოგი, მათ შორის ექსპერტების დონეზე იმისთვის, რომ სრულად გაიცვალოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა საქართველომ ერთი წლის განმავლობაში სექტორული მიმართულებებით, განათლებიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული.

„მე ამ ანგარიშში, წინა წლის ანგარიშთან შედარებით, არაფერს განსაკუთრებულს, ან სიახლეს არ ველი. კომისიის ყოველწლიური ანგარიშები, როგორც წესი, ეფუძნება მიმდინარე წლის განმავლობაში კომისიასა და კანდიდატ ქვეყანას შორის ინფორმაციების ურთიერთგაცვლას, კომისია ასახავს ხოლმე ამა თუ იმ კანონმდებლობას - სად რა არის და ა.შ. ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც წინა პერიოდში, გაყინულია ურთიერთობები, ევროკომისიის მხრიდან შესაბამის სამინისტროებთან, შესაბამის ექსპერტებთან არანაირი კომუნიკაცია არ არის. იცით რომ ფორმატებიც გაყინულია, სადაც უშუალოდ განიხილებოდა ხოლმე ეს საკითხი. ამიტომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, მე ახალს არაფერს ველოდები. ერთი, რაზეც იქნება საუბარი წინა ანგარიშის მსგავსად, ეს იქნება პოლიტიკური საკითხები. თავად ევროკომისიამაც განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აპირებენ შეფასების გაკეთებას, არ ჩადიან სიღრმეებში, სექტორულ ნაწილებში და ვერ ჩავლენ, იმიტომ რომ, ეს ურთიერთობები არის გაყინული," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოლევან მახაშვილი – ევროკომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ვერ დაწვრილმანდება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ამ ანგარიშში, წინა წლის ანგარიშთან შედარებით, არაფერს განსაკუთრებულს, ან სიახლეს არ ველი. კომისიის ყოველწლიური ანგარიშები, როგორც წესი, ეფუძნება მიმდინარე წლის განმავლობაში კომისიასა და კანდიდატ ქვეყანას შორის ინფორმაციების ურთიერთგაცვლას, კომისია ასახავს ხოლმე ამა თუ იმ კანონმდებლობას - სად რა არის და ა.შ. ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც წინა პერიოდში, გაყინულია ურთიერთობები, ევროკომისიის მხრიდან შესაბამის სამინისტროებთან, შესაბამის ექსპერტებთან არანაირი კომუნიკაცია არ არის. იცით რომ ფორმატებიც გაყინულია, სადაც უშუალოდ განიხილებოდა ხოლმე ეს საკითხი. ამიტომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, მე ახალს არაფერს ველოდები. ერთი, რაზეც იქნება საუბარი წინა ანგარიშის მსგავსად, ეს იქნება პოლიტიკური საკითხები. თავად ევროკომისიამაც განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აპირებენ შეფასების გაკეთებას, არ ჩადიან სიღრმეებში, სექტორულ ნაწილებში და ვერ ჩავლენ, იმიტომ რომ, ეს ურთიერთობები არის გაყინული,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი – ევროკომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ვერ დაწვრილმანდება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები