ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"60+ კაცი მოზარდზე რამდენიმე წელი ძალადობდა, აგვისტოში გააუპატიურა" - 1 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში დაზარალებული გააუპატიურა.

"60+ კაცი მოზარდზე რამდენიმე წელი ძალადობდა, აგვისტოში გააუპატიურა" - 1 პირს ბრალი წარედგინა
"60+ კაცი მოზარდზე რამდენიმე წელი ძალადობდა, აგვისტოში გააუპატიურა" - 1 პირს ბრალი წარედგინატაბულა

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული, არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს" - აცხადებს შსს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, არასრულწლოვანის, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული, არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.