პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[ღობე] იყო ხაფანგი - პირველი ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან გათავისუფლების შემდეგ

ქართული ოცნება

პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ათონელის რეზიდენციის ღობე ხაფანგი იყო და მშვიდობიანი დემონსტრაციის დისკრედიტაციისთვის „მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი“.

ათონელის რეზიდენციის ღობე იყო ხაფანგი - ამას ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ლაშა ბერიძე "პირველებისთვის" მიცემულ პირველ ინტერვიუში.

პოლკოვნიკის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე "მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი".

პატიმრიბიდან გათავისუფლებული ბერიძე ამ დღესთან დაკავშირბით ვრცლად საუბარს აპირებს. ამბობს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს ის ღია ეთერში უპასუხებს:

[ხალხს დაუგეს მახე] ვინ - ამაზე ვისაუბრებ გადაცემაში. ასე ცალსახად ვერ იტყვი [ვინ დაუგო მახე ხალხს]. ვერ გეტყვით, ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ [იყო თუ არა ჯგუფში ვინმე მოღალატე ], არა, მე ვერავის ვერაფერს და არც არფერს დავაბრალებ. გამორიცხვა და დაბრალება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გაქვს რაღაც ინფორმაცია. მე სრული რწმენა მაქვს იმ ადამიანების, ვითანაც ერთად ვაორგანიზებდით 4 ოქტომრის ევროვნულ კრებას და არა სხვა რამეს. მე მათ მხარს ვუჭერ და მათთან ერთად სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას. [არსებობდა თუ არა სხვა გეგმა, ვიცოდი თუ არა რომ ათონელის რეზიდენციასთან უნდა ჩავისულიყავით], ამ საკითხებზე მირჩევნია ერთ გადაცემაში ვისუბრო. არაფერს ველოდით, ჩვენ მივდიოდით პრეზიდენტის სასახლესთან პროტესტის გამოსახატად...

სპონტანური გადაწყვეტილება კი არ იყო, ეს ღობე იყო ხაფანგი, რო გაცხადდა ტრიბუნიდან, რომ უნდა გადავაადგილდეთ პრეზიდენტის სასახლისკენ, იქიდან ზუსტად ერთი წუთი არ გასულა, ღობე უკკე გადაქცეული იყო.

მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია, ეროვნული კრება, სადაც მოსახლეობამ საკუთარი სათქმელი თქვა, რომ მომხდარიყო მისი დისკრედიტაცია და მისი ძალადობად წარმოენა" - უთხრა "პირველებს" ბერიძემ.

პოლკოვნიკის თქმით, 4 ოქტომბრის „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

ლაშა ბერიძემ "პირველებთან" იმ მიზეზებზეც საუბრობს, როს გამოც საპროცესო შეთანხმების დადებას დათანხმდა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" შეთავაზება ყველა მსჯავრდებულმა უნდა გამოიყენოს, რადგან ისინი გარეთ უფრო პროდუქტიულები იქნებიან ვიდრე ციხეში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ბერიძე - არ მესმის მორალური დანამუსება, რატომ არ უნდა გამოვიდე გარეთ, რადგან შესაძლებლობა მომეცა, ის გამოვიყენე და გამოვედი, ამის გამო სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ - ვაპირებ, რომ ძალიან აქტიური ვიყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები