პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ბერიძე - გავაკეთე ის, რაც სწორად ჩავთვალე, ხელისუფლებამ კი ჩემი ნაბიჯი მტრულად მიიღო - ვაღიარებ და ვინანიებ, ეს ფურცელი გადავშალე ჩემს ცხოვრებაში - დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე ყველა გათავისუფლდება

ქართული ოცნება

„4 ოქტომბრის საქმეზე“ მსჯავრდადებულმა ლაშა ბერიძემ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო და ბრალი აღიარა, რადგან ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. მისი თქმით, გათავისუფლების მსურველი პატიმრების დამუნათება მიუღებელია.

ლაშა ბერიძე - გავაკეთე ის, რაც სწორად ჩავთვალე, ხელისუფლებამ კი ჩემი ნაბიჯი მტრულად მიიღო - ვაღიარებ და ვინანიებ, ეს ფურცელი გადავშალე ჩემს ცხოვრებაში - დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე ყველა გათავისუფლდება
ინტერპრესნიუსი

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული ჩემი გადაწყვეტილება იყო უმარტივესი. მე ვარ ინდივიდუალური ადამიანი და ვმოქმედებ ჩემი სინდისისა და შეხედულებების თანახმად. ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს შევუთანხმე, ვისთან ერთადაც სასამართლოში დავდიოდი, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე ყველა გათავისუფლდება, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა ლაშა ბერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბერიძის თქმით, ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, ამიტომ, ვისაც საშუალება ეძლევა, რომ საპროცესო შეთანხმება გააფორმოს, შანსი ყველამ უნდა გამოიყენოს, ამასთან დაკავშირებით კი პატიმრების დამუნათება, რომლებსაც გათავისუფლება უნდა, არასწორია.

“ვინ განიკითხავს ჩემს გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით? ადამიანი რომელიც, მიტინგზე გამოვიდა, ხმამაღლა იყვირა, მერე სადღაც წავიდა და ახალგაზრდები შეატოვა იქ? მე ეს არ მიქნია, იქ ბოლომდე ვიდექი, სადაც საჩხუბარი იყო, ვიჩხუბე, გამოვედი, დამაკავეს, არსად გავქცეულვარ და არც პასუხისმგებლობას გავქცევივარ. ავტოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არ გვაქვს სასამართლო. მე ძალიან კარგად მესმის, რომ “ქართული ოცნების”, გინდაც მისი მხარდამჭერების, გინდაც მისი პროპაგანდის თვალში მე ვარ დამნაშავე, მოძალადე, კრიმინალი, ხელისუფლების დამმხობი და ა.შ. დიახ, ვარ, ვაღიარებ და ვინანიებ! დავამთავრე ამაზე საუბარი, თვალთმაქცობასა და აქეთ-იქით თამაშს ვერ დავიწყებ, ეს ფურცელი გადავშალე ჩემს ცხოვრებაში.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა, ორგანიზატორების გარდა. ვისაც მივწვდი, ყველას ვუთხარი: არ ვიცი, რატომ იქცევა “ქართული ოცნება” ასე, მაგრამ რადგან მან მოგვცა საშუალება, ნებისმიერი პირობით გააღოს ციხის კარი, თუ კი ეს საშუალება მორალურ შეხედულებებს აკმაყოფილებს, ძალიან გთხოვთ, მიმართეთ საპროცესოს და გადით!

მე დამრჩა ორი არჩევანი - ან მეთქვა ის, რაც რეალურად არის, რომ მე ვარ ამ ხელისუფლების მტერი და მოვიქეცი მტრულად ან მე ვარ მსხვერპლი, ვზივარ ციხეში და ველოდები. მე არ ვარ მსხვერპლი, მე ვარ “მოძალადე”. თუ ამ ორს შორის არჩევანი მაქვს, კი ბატონო, ვარ “მოძალადე”, ვაღიარე ის მუხლი, რაც წამიყენეს და მოვაწერე ხელი.

მე არ ვამბობ, რომ არასწორად მოვიქეცი. მე გავაკეთე ის, რაც სწორად ჩავთვალე, ხელისუფლებამ კი ჩემი ნაბიჯი მტრულ ნაბიჯად მიიღო.

სიმართლე გითხრათ, ღმერთმა დაგვიფარა, რადგან ჰყავდათ ათასობით შეიარაღებული, აღჭურვილი გდდ-ს თანამშრომელი, გაბრაზებულ მომიტინგეებთან კი ტურისტების მეთვალყურე პოლიციელები მიაგზავნეს ყველანაირი ჩაფხუტის გარეშე. რომელიმე პოლიციელმა რომ სერიოზული დაზიანება არ მიიღო მომიტინგეებისგან, გაგვიმართლა”, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინ განიკითხავს ჩემს გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით? ადამიანი რომელიც, მიტინგზე გამოვიდა, ხმამაღლა იყვირა, მერე სადღაც წავიდა და ახალგაზრდები შეატოვა იქ? მე ეს არ მიქნია, იქ ბოლომდე ვიდექი, სადაც საჩხუბარი იყო, ვიჩხუბე, გამოვედი, დამაკავეს, არსად გავქცეულვარ და არც პასუხისმგებლობას გავქცევივარ. ავტოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არ გვაქვს სასამართლო. მე ძალიან კარგად მესმის, რომ “ქართული ოცნების”, გინდაც მისი მხარდამჭერების, გინდაც მისი პროპაგანდის თვალში მე ვარ დამნაშავე, მოძალადე, კრიმინალი, ხელისუფლების დამმხობი და ა.შ. დიახ, ვარ, ვაღიარებ და ვინანიებ! დავამთავრე ამაზე საუბარი, თვალთმაქცობასა და აქეთ-იქით თამაშს ვერ დავიწყებ, ეს ფურცელი გადავშალე ჩემს ცხოვრებაში. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა, ორგანიზატორების გარდა. ვისაც მივწვდი, ყველას ვუთხარი: არ ვიცი, რატომ იქცევა “ქართული ოცნება” ასე, მაგრამ რადგან მან მოგვცა საშუალება, ნებისმიერი პირობით გააღოს ციხის კარი, თუ კი ეს საშუალება მორალურ შეხედულებებს აკმაყოფილებს, ძალიან გთხოვთ, მიმართეთ საპროცესოს და გადით! მე დამრჩა ორი არჩევანი - ან მეთქვა ის, რაც რეალურად არის, რომ მე ვარ ამ ხელისუფლების მტერი და მოვიქეცი მტრულად ან მე ვარ მსხვერპლი, ვზივარ ციხეში და ველოდები. მე არ ვარ მსხვერპლი, მე ვარ “მოძალადე”. თუ ამ ორს შორის არჩევანი მაქვს, კი ბატონო, ვარ “მოძალადე”, ვაღიარე ის მუხლი, რაც წამიყენეს და მოვაწერე ხელი. მე არ ვამბობ, რომ არასწორად მოვიქეცი. მე გავაკეთე ის, რაც სწორად ჩავთვალე, ხელისუფლებამ კი ჩემი ნაბიჯი მტრულ ნაბიჯად მიიღო. სიმართლე გითხრათ, ღმერთმა დაგვიფარა, რადგან ჰყავდათ ათასობით შეიარაღებული, აღჭურვილი გდდ-ს თანამშრომელი, გაბრაზებულ მომიტინგეებთან კი ტურისტების მეთვალყურე პოლიციელები მიაგზავნეს ყველანაირი ჩაფხუტის გარეშე. რომელიმე პოლიციელმა რომ სერიოზული დაზიანება არ მიიღო მომიტინგეებისგან, გაგვიმართლა“
ლაშა ბერიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები