პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“თხა კონცერტზე. ასე იყო, სწორედ” – გვარამია კობახიძეზე

საქართველოს პარლამენტი

ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გამართულ ინტერვიუს მკვეთრად აკრიტიკებს და მას „თხა კონცერტზე“-ს ადარებს. ბრიუსელში Euronews-ის სამიტზე კობახიძეს კრიტიკული კითხვები ევროინტეგრაციასა და კანონებზე ჟურნალისტმა მარია ტადეომ დაუსვა.

“თხა კონცერტზე. ასე იყო, სწორედ” – გვარამია კობახიძეზე
ალია

“ვუყურე ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ევრონიუსის ჟურნალისტთან. ასევე, იქვე მყოფი ქოცი თანამდებობის პირების რეაქციებს. ჩემი ახალგაზრდობის გამოთქმა იყო ასეთი: თხა კონცერტზე. ასე იყო, სწორედ. უბრალოდ ეს შეშლილი თხა იქ ჩვენი სამშობლოს წარმომადგენელი იყო.“ – წერს ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტზე.

3 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მიერ შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბოლოდროინდელი კანონები და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი – ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც კობახიძეს კრიტიკული კითხვები ჟურნალისტმა მარია ტადეომ დაუსვა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews-ის ჟურნალისტი ირაკლი კობახიძეს - იცით, რომ ევროპაში არიან ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ? - ამბობენ: "ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები