ბრიუსელი საკონსტიტუციო სასამართლოს როლში – ევროკომისია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, საქართველომ 2028 წლამდე მოლაპარაკებები დღის წესრიგში ცალმხრივად აღარ დააყენოს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ევროკომისია ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2028 წლამდე მოლაპარაკებების დღის წესრიგში არდაყენების შესახებ ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის.

ევროკომისია ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას ითავსებს და საქართველოს კონსტიტუციურობის განმსაზღვრელად გვევლინება – 2026 წლის ანგარიშში ბრიუსელი ამტკიცებს, თითქოს მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგში ცალმხრივად აღარ დააყენოს, ქვეყნის კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება.
დოკუმენტში ბრიუსელის წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ევროინტეგრაციის კურსი ეჭვქვეშ დააყენონ.
ტექსტში ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება – ბრიუსელი თავად იღებს პასუხისმგებლობას განაცხადოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგში ცალმხრივად აღარ დააყენოს, პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის: საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი კვლავ ახორციელებს პროცესის კოორდინაციას, ხოლო საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ინარჩუნებს თავის ზედამხედველობის ფუნქციას. მიუხედავად ამისა, ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მხარეებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები აღარ იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…