პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე - მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას უნდა აყალიბებდეს უცხოელი, რომელიც ჩათვლის, რომ პეტრე კარგია, პავლე ცუდია და მერე იმ პეტრემ მთელი ცხოვრება უნდა იცოდეს, ვინ არის მისი სასამართლოში განმწესებელი

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკომისიის შეფასება „თვითნებურად დაკავებულებზე“ და „ვეტინგის“ მოთხოვნა საქართველოსადმი უპატივცემულობაა და ნიშნავს, თითქოს სასამართლო სისტემას უცხოელი უნდა აყალიბებდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე - მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას უნდა აყალიბებდეს უცხოელი, რომელიც ჩათვლის, რომ პეტრე კარგია, პავლე ცუდია და მერე იმ პეტრემ მთელი ცხოვრება უნდა იცოდეს, ვინ არის მისი სასამართლოში განმწესებელი
ინტერპრესნიუსი

ეს განცხადება - „თვითნებურად დაკავებულები“ ნიშნავს, რომ საერთოდ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ე.წ. „ვეტინგის“ მოთხოვნა და მსგავსი შეფასებები სასამართლოსადმი უპატივცემულობაა, რადგან საქართველოში მართლმსაჯულებას უცხოელები კი არა, დამოუკიდებელი ქართული სასამართლო ახორციელებს”.

„ეს განცხადება - „თვითნებურად დაკავებულები“ ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო არ არსებობს და არსებობს რაღაც - როგორც უკრაინაში, შენობაში რომ ხალხი ჰყავდათ დამწყვდეული, თითქოს რაღაც ესე იჭერენ ადამიანებს და დამწყვდეული ჰყავთ სადღაც თვითნებურად.

თითოეულ ადამიანზე არის სასამართლო პროცესი გამართული, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. განსხვავებით, ევროპისგან სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც დგება ხოლმე. ამიტომ თითოეულზე არის სასამართლო პროცესი დამდგარი და თითოეულს ჰქონდა ამ სასამართლო პროცესის, მათ შორის გასაჩივრების საშუალებაც. ამიტომ თვითონ ეს ტერმინი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ.

მათი „ვეტინგიც“ რა არის? მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას არ უნდა აყალიბებდეს საქართველოს კანონი, უნდა აყალიბებდეს უცხოელი, რომელიც ჩათვლის, რომ პეტრე კარგია, პავლე ცუდია და მერე იმ პეტრემ მთელი ცხოვრება უნდა იცოდეს, ვინ არის მისი სასამართლოში განმწესებელი. საქართველოს კანონმდებლობით, დღეს სასამართლო სისტემა არის ავტონომიური და დამოუკიდებელი. აღმასრულებელი ხელისუფლება ვეღარ და აღარ აფორმირებს კანონით საქართველოს სასამართლო სისტემას. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება აკომპლექტებდა სასამართლო სისტემას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ე.წ. „ვეტინგის“ მოთხოვნა და მსგავსი შეფასებები სასამართლოსადმი უპატივცემულობაა, რადგან საქართველოში მართლმსაჯულებას უცხოელები კი არა, დამოუკიდებელი ქართული სასამართლო ახორციელებს“
„ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო არ არსებობს და არსებობს რაღაც - როგორც უკრაინაში, შენობაში რომ ხალხი ჰყავდათ დამწყვდეული, თითქოს რაღაც ესე იჭერენ ადამიანებს და დამწყვდეული ჰყავთ სადღაც თვითნებურად. თითოეულ ადამიანზე არის სასამართლო პროცესი გამართული, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. განსხვავებით, ევროპისგან სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც დგება ხოლმე. ამიტომ თითოეულზე არის სასამართლო პროცესი დამდგარი და თითოეულს ჰქონდა ამ სასამართლო პროცესის, მათ შორის გასაჩივრების საშუალებაც. ამიტომ თვითონ ეს ტერმინი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ. მათი „ვეტინგიც“ რა არის? მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას არ უნდა აყალიბებდეს საქართველოს კანონი, უნდა აყალიბებდეს უცხოელი, რომელიც ჩათვლის, რომ პეტრე კარგია, პავლე ცუდია და მერე იმ პეტრემ მთელი ცხოვრება უნდა იცოდეს, ვინ არის მისი სასამართლოში განმწესებელი. საქართველოს კანონმდებლობით, დღეს სასამართლო სისტემა არის ავტონომიური და დამოუკიდებელი. აღმასრულებელი ხელისუფლება ვეღარ და აღარ აფორმირებს კანონით საქართველოს სასამართლო სისტემას. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება აკომპლექტებდა სასამართლო სისტემას“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალუდა ღუდუშაური: გარედან მართული მართლმსაჯულება არის ყოველთვის სუვერენიტეტ გამოცლილი, გარე ჩარევით ნაკარნახევი მართლმსაჯულება. ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები