რიკარდ იოზვიაკი ევროკომისიის ანგარიშზე - საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას პრობლემების აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადაუდგამს, რაც უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს. ჟურნალისტის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო კანდიდატად მხოლოდ ფორმალურად რჩება.

საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელმაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„მთავარი ჩანაწერი ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში: საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელმაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს“, - წერს იოზვიაკი X-ზე.
ასევე, იოზვიაკის ცნობით, ანგარიშში გასული წლის ჩანაწერი მეორდება, რომ „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა „მხოლოდ სახელით“ არის“.
„2026 წლის გაფართოების ანგარიში: ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი „მხოლოდ სახელით“ რჩება და კანდიდატის სტატუსითა და გაწევრიანების წინა პროცესით გათვალისწინებულ უპირატესობებზე უარის თქმას კვლავ აგრძელებს“, - წერს იოზვიაკი.
ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაიოზვიაკი ევროკომისიის ანგარიშზე: საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც უვიზოს საფრთხის ქვეშ აყენებს
“კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე, უვიზო რეჟიმი საფრთხეშია” – რა წერია EU-ის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე
"საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს" - რას წერია EU-ს გაფართოების ანგარიშში?
ციტატები სტატიიდან
„მთავარი ჩანაწერი ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში: საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელმაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს“
„2026 წლის გაფართოების ანგარიში: ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი „მხოლოდ სახელით“ რჩება და კანდიდატის სტატუსითა და გაწევრიანების წინა პროცესით გათვალისწინებულ უპირატესობებზე უარის თქმას კვლავ აგრძელებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…