"საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს" - რას წერია EU-ს გაფართოების ანგარიშში?
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და საქართველო კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების [RFE/RL] ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს ნაწილზე წერს. იოზვიაკის თანახმად, ანგარიშში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს, უნდა გამოქვეყნდეს წერია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები უვიზო რეჟიმს უქმნის საფრთხეს.
„მთავარ ხაზი 2026 წლის გაფართოების ანგარიშიდან: ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, ეს თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ზოგადად უვიზო რეჟიმს", - წერს იოზვიაკი.
ამას გარდა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და კვლავ გამეორებულია შეფასება, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ქაღალდზე ინარჩუნებს.
"2026 წლის გაფართოების ანგარიში: ძირითად სფეროებში უკუსვლა გრძელდება, რაც მიუთითებს, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს და ხელიდან უშვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა მოსამზადებელი ეტაპი ითვალისწინებს", - წერს იოზვიაკი.
ბრიუსელში, ევროკომისია დღეს წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს”. პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს, რომლებშიც ასახულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების – მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო – წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიარიკარდ იოზვიაკი ევროკომისიის ანგარიშზე - საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ზოგადად უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს
იოზვიაკი ევროკომისიის ანგარიშზე: საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც უვიზოს საფრთხის ქვეშ აყენებს
“კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე, უვიზო რეჟიმი საფრთხეშია” – რა წერია EU-ის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე
ციტატები სტატიიდან
„მთავარ ხაზი 2026 წლის გაფართოების ანგარიშიდან: ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია, ეს თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ზოგადად უვიზო რეჟიმს“
„2026 წლის გაფართოების ანგარიში: ძირითად სფეროებში უკუსვლა გრძელდება, რაც მიუთითებს, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს და ხელიდან უშვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა მოსამზადებელი ეტაპი ითვალისწინებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…