პრემიერი: პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ხოლო იუსტიციის სამინისტროში ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა მათთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობის აღსადგენად ის ღია დისკუსიას სთავაზობს პარტნიორებს.

შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სთავაზობს ღია და საჯარო დისკუსიას.
"მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, გამჭვირვალობის კანონი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში
ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონი ძირითადად უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება
ციტატები სტატიიდან
„მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…