პრემიერი: როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც სუვერენულმა ინსტიტუტმა, საკუთარი მიღებული კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს, ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შეჩერების მოთხოვნა სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა და ოპონენტებს მოუწოდა, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინონ.

ჩვენ, საქართველო და ევროკავშირი, უნდა შევთანხმდეთ ერთ მთავარ საკითხზე: ორივე მხარეს უნდა გვსურდეს, ევროკავშირში ვიხილოთ დემოკრატიული, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული, ეკონომიკურად ძლიერი და სუვერენული საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ამ ყველაფერზე შეთანხმება იქნება მიღწეული, შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ დიალოგს. ჩვენ სრულიად მოქნილები ვართ. წინაპირობა არის სუვერენიტეტი, ღირსება, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. სრულ მზად ვართ დისკუსიების დასაწყებად. კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა წინადადება არ არის. ეს სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა. საქართველოს ჰყავს ღირსეული პარლამენტი, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა და რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც სუვერენულმა ინსტიტუტმა, საკუთარი მიღებული კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს, ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, უნდა გვესაუბროს და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ დიალოგს. ჩვენ სრულიად მოქნილები ვართ. წინაპირობა არის სუვერენიტეტი, ღირსება, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. სრულ მზად ვართ დისკუსიების დასაწყებად. კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა წინადადება არ არის. ეს სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა. საქართველოს ჰყავს ღირსეული პარლამენტი, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა და რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც სუვერენულმა ინსტიტუტმა, საკუთარი მიღებული კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს, ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, უნდა გვესაუბროს და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…