პრემიერი - ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, სრულად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მართლები ვართ
ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშს პოლიტიზებულს უწოდებს და ევროპელ ბიუროკრატებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის კანონის საკითხებზე ღია, საჯარო დებატების გამართვას სთავაზობს.

ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ, ქართული მხარე ევროკომისიას ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს.
„რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებულები. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში. ევროპული კომისია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ამ შეფასებიდან, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს უნდა იყოს საჯარო.
„ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, საუბრები. ეს გავაკეთოთ საჯაროდ, არა დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ამ დებატების და განხილვების მთავარი საკითხები. ჩვენი შეთავაზებაა ღია, საჯარო განხილვა ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვართ სრულად დარწმუნებულები, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე. ეს არის ჩვენი სურვილი", - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, სრულად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე
პრემიერი: ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო განხილვას ყველა საკითხზე - დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, ვიცავთ სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ კომისიას ღია განხილვას ყველა საკითხზე, დარწმუნებული ვართ, რომ მართლები ვართ, ვიცავთ სუვერენიტეტს და გვინდა, ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე – დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, სრულად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე“
ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატებს ვთავაზობთ – კობახიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…