პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, გამჭვირვალობის კანონი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში

საქართველოს პარლამენტიიუსტიციის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ევროკავშირს ღია დისკუსიას სთავაზობს.

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, გამჭვირვალობის კანონი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში
იმედინიუსი

შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სთავაზობს ღია და საჯარო დისკუსიას.

„მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონი ძირითადად უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – „გამჭვირვალობის კანონის“ მოქმედების შეჩერება გამოსავალი არ არის, როცა ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, სიცრუეა, უმჯობესია, დისკუსია გაიმართოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები