პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან - ვაპირებთ, რომ დავეწიოთ

საკონსტიტუციო სასამართლო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინამ და მოლდოვამ პარტიები აკრძალეს და საქართველო მათ დაწევას აპირებს. მისი თქმით, ხუთი ოპოზიციური პარტიის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, ევროპელი ბიუროკრატები კი მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ და სასამართლოში ერევიან.

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან - ვაპირებთ, რომ დავეწიოთ
ინტერპრესნიუსი

ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

„ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა პარტიების აკრძალვის საკითხზე დაუსვა.

„ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ. ევროპული მიდგომა ზოგჯერ აბსურდულია, რადგან ჩვენ უკრაინის მაგალითი გვაქვს. მათ 18 პოლიტიკური პარტია აკრძალეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ეს საკითხი პრობლემას შექმნის, თუ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას სთავაზობს“.

„საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე არის. ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პოლიტიკური პარტიების, დაახლოებით ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე. ეს სამართლებრივი საქმეა. ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას ვთავაზობთ. მაგრამ, სამართლებრივ კომენტარებს არავინ აკეთებს, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. ასე ერევიან საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიდემოკრატიაზე საუბრის დროს, კობახიძეს Euronews-ის ჟურნალისტმა პარტიების აკრძალვის პროცესი შეახსენა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ. ევროპული მიდგომა ზოგჯერ აბსურდულია, რადგან ჩვენ უკრაინის მაგალითი გვაქვს. მათ 18 პოლიტიკური პარტია აკრძალეს“
ირაკლი კობახიძე
„საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე არის. ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პოლიტიკური პარტიების, დაახლოებით ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე. ეს სამართლებრივი საქმეა. ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას ვთავაზობთ. მაგრამ, სამართლებრივ კომენტარებს არავინ აკეთებს, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. ასე ერევიან საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“
ირაკლი კობახიძე
„ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას სთავაზობს“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები