პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დემოკრატიაზე საუბრის დროს, კობახიძეს Euronews-ის ჟურნალისტმა პარტიების აკრძალვის პროცესი შეახსენა

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

Euronews-ის სამიტზე ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოში 5 პარტიის აკრძალვის სარჩელი შეახსენა და ჰკითხა, აკეთებს თუ არა ამას ძლიერი დემოკრატია. კობახიძემ საპასუხოდ უკრაინისა და მოლდოვის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ პარტიების გაუქმების მიუხედავად, ისინი ინტეგრაციაში საქართველოს უსწრებენ.

“ევრონიუსის" სამიტზე პანელური დისკუსიის დროს ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალის შესახებ მიმდინარე პროცესზეც მოუწია საუბარი.

როდესაც ის ქვეყანაში არსებულ დემოკრატიაზე ლაპარაკობდა, ევრონიუსის ჟურნალისტმა, შეახსენა, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, შევიდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ.

ჟურნალისტს აინტერესებდა, ამ ფაქტის შემდეგ, როგორ შეიძლება მმართველმა გუნდმა დემოკრატიის შექმნის მცდელობაზე ისაუბროს.

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ „ოცნების“ ლიდერმა სხვა ქვეყნების მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ბევრგან იკრძალება ოპოზიციური პარტიები და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

Euronews-ის ჟურნალისტი: თქვენ ხართ ქვეყანა სადაც მიდის პარტიების აკრძალვის პროცესი. ეს არის ის, რასაც ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა აკეთებს?

ირაკლი კობახიძე: ამის მაგალითები გვაქ უკრაინასა და მოლდოვაში. გააუქმეს პარტიები და ჩვენ წინ არიან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

Euronews-ის ჟურნალისტი: ვერ ხედავთ რომ ეს საქმე გადავა ევროსასამართლოში?

ირაკლი კობახიძე: ესაა იურიდიული საქმე და ევრობიუროკრატები პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. სასამართლო არის დამოუკიდებელი,ნდობა 50%ზე მაღალია. უმრავლესობა მხარს უჭერს სასამართლოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან - ვაპირებთ, რომ დავეწიოთ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო გამოხმაურებებზე - ნაცვლად მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან - ასეთი განცხადებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები