ზურაბ ფარჯიანი: ქართული ოცნება / Georgian Dream გილოცავთ მამულიშვილნო, ისეთი ხალხი გიდგათ სათავეში, აღშფრთოვანებას ვერ ვმალავ
ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
მერე იტყვიან რამეს:
● კაცთმოყვარეობაზე;
● ქართველობაზე;
●"ბულინგზე";
● და ასე შემდეგ.
"ქართული ოცნების" სახე
ქართული ოცნება / Georgian Dream გილოცავთ მამულიშვილნო, ისეთი ხალხი გიდგათ სათავეში, აღშფრთოვანებას ვერ ვმალავ.
შეგახსენებთ, დღეს განაცხადა 5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია.
კალაძის მტკიცებით, თავშესაფარი სრული წესების და კანონების დაცვით მუშაობს და ცხოველების კეთილდღეობას ემსახურება.
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა.
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება დაიწყება. რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა, რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გაჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთლდღეობას. ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში, 5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. როგორ შეიძლება, არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რამდენიმე ადამიანი, უბრალოდ რომ შეხედავ...არსებობს კანონი და წესი, ყველამ კეთილი ინებოს და დაექვემდებაროს, - ამბობს კალაძე,
ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.
რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს.
"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…