პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექსკლუზიური კადრები: აღმოჩენილია საიდუმლო სამარხები თბილისში - სად ქრებიან ძაღლები ქუჩებიდან?

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული კადრების მიხედვით, მუნიციპალური თავშესაფრიდან ღამით გაყვანილ დახოცილ ძაღლებს ველის სასაფლაოსთან ორმოებში ყრიან. უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ ვაქცინირებულ და ჯანმრთელ ცხოველებს კანონის დარღვევით, მტანჯველი მეთოდით უკეთებენ ევთანაზიას.

"შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს.

დღე პირველი:

თეთრი მიკრო ავტობუსი თბილისში, სამგორის რაიონში სამოქალაქო სასაფლაოს სიახლოვეს ჩნდება. სამარხებთან მისვლიდან რამდენიმე წამში ტრანსპორტიდან ორი ადამიანი გადმოდის; მანქანას აპარკინგებენ და განათებას თიშავენ. უკანა კარს თანხმლები პირები აღებენ: ერთმანეთში დაბალ ხმაზე ლაპარაკობენ, საუბრის გარჩევა შეუძლებელია. დაახლოებით ხუთ წუთში ბარის ხმა ისმის.მთელი ეს პერიოდი მანქანის შუქი არ ანთებულა, თუმცა ე.წ. ღამის მესაფლავეები სამუშაო პროცესს აგრძელებენ. ვიდეოს ჩაწერიდან მე-13 წუთზე მიკროავტობუსი იქოქება და ტერიტორიიდან ავარიული ციმციმებით გადიან - ეს მხოლოდ ერთი დღეა.

ვიდეო N2:

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც სხვა დღეს არის გადაღებული უკვე ოთხი ადამიანი მუშაობს. ამ შემთხვევაში მანქანა შორს აყენია და იყენებენ ერთ სანათს. კადრების მიხედვით, დაახლოებით შვიდი წუთი მუშაობენ ძაღლების სამარხებთან. მერვე წუთზე მანქანა ჩნდება კადრში. მას მესაფლავეები შუქებჩამქრალი ავტომობილით გაჰყავს ტერიტორიიდან.

ვიდეო N3:

ყველაზე შემზარავი რიგით მესამე ვიდეოა - წინა ღამის გამოცდილებით კამერა ახლა უფრო ახლო მანძილზე დააყენეს, რაც საშუალებას იძლევა მკაფიოდ დაინახო ველის სასაფლაოდან სამას მეტრში. ისევ თეთრი მიკროავტობუსი - ნომრის ამოცნობა შეუძლებელია. კადრში ჯერ წითელ ხელთათმანიანი მამაკაცი ჩნდება. დაახლოებით 2 წუთი შუქებს სრულიად თიშავენ. სამ წუთსა და 40 წამზე კი სანათი ირთვება და ჩანს, როგორ ისვრიან ორმოში ძაღლებს. ამ დროის განმავლობაში შვიდი ძაღლი პირდაპირ ორმოში ჩაყარეს - მერვე მიკროავტობუსის სიახლოვეს ვარდება. გარეთ მდგომი წითელ ხელთათმანი კაცი კოლეგას ეხმარება და ერთად აგდებენ მერვე მოკლულს სამარხში. ამ დღეს დაახლოებით ხუთი მეტრის სიღრმის სამარხი მიწით არ აუვსიათ. მანქანა დაქოქეს და წავიდნენ.

რა ხდება თბილისში, სად ქრებიან ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ან მიკედლებული ძაღლები?

სოციალური ქსელები აჭრელებულია მომხმარებლეთა განცხადებებით, სადაც ისინი ყვებიან, რომ ძაღლები, რომელთა მოვლაც საკრებულოს დადგენილების რეგულირდება ანუ სახელმწიფოსთან წერილობითაა შეთანხმებული მათზე ზრუნვა, ქუჩებიდან ქრებიან. უფლებადამცველები ეჭვიობენ, რომ მოკლულები არიან ისეთი ძაღლები, რომლებიც ვაქცინირებულები და სრულიად ჯანმრთელები არიან.

საქმეში ჩახედული ადამიანების ინფორმაციით, ველის სასაფლაოზე გადაყვანამდე, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარში შეყვანილ ძაღლებს აძინებენ.

ძაღლების ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და ის დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ფოტოები კი ცხოველთა დამცველებს უჩენთ ეჭვს, რომ დაძინების პროცესი უმტკივნეულო არ ყოფილა.ანუ ევთანაზია ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილის და ტანჯვის მიყენებით განხორციელდა.

ინფორმირებული პირები გვიყვებიან, რომ თავშესაფრის ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. საკარანტინე ზონა, სადაც ქუჩებიდან აყვანილ ცხოველებს ევთანაზიას უკეთებენ.

დეტალები ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მასობრივ დახოცვაზე ბრალდებებს უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები