ნიკოლ ფაშინიანი: სამხრეთი კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია და ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამხრეთი კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია და რეგიონის ქვეყნები ერთობლივი მოქმედებით გარე სამყაროსთვის გაცილებით საინტერესო პარტნიორები იქნებიან.

როდესაც საქართველომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს სომხეთის რესპუბლიკისთვის ძალიან შთამაგონებელი ფაქტი იყო. ცხადია, საქართველოს ევროპული პოლიტიკა სომხეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ამიტომ ჩვენს მოძმე საქართველოს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ევროპულ გზაზე, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ქართველ ჟურნალისტებთან.
სომხეთის პრემიერმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ერთობლივად მოქმედების მომგებიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის. ნებისმიერი სახის პროექტიდან გაცილებით მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ერთად ვიმოქმედებთ.
თუ რუკაზე სამხრეთ კავკასიას შევხედავთ, აშკარაა, რომ ეს რეგიონი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდია და ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
როდესაც სხვადასხვა კონფლიქტით, წინააღმდეგობებითა და უთანხმოებებით ერთმანეთისგან გამიჯნული არ ვართ, ეს ხიდი სათანადოდ ფუნქციონირებს და უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ჩვენი სამივე ქვეყნისთვის — საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.
ავიღოთ ცენტრალური აზია, მისთვის სარგებელი უზარმაზარი იქნება. ასევე შევხედოთ ევროკავშირს და სხვა მიმართულებებს - ეს ყველაფერი აშკარაა.
იცით, უბრალოდ რუკას უნდა შევხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანამდე სომხეთის პრემიერმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე უშუალოდ სამიტზე ისაუბრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის. ნებისმიერი სახის პროექტიდან გაცილებით მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ერთად ვიმოქმედებთ. თუ რუკაზე სამხრეთ კავკასიას შევხედავთ, აშკარაა, რომ ეს რეგიონი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდია და ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. როდესაც სხვადასხვა კონფლიქტით, წინააღმდეგობებითა და უთანხმოებებით ერთმანეთისგან გამიჯნული არ ვართ, ეს ხიდი სათანადოდ ფუნქციონირებს და უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ჩვენი სამივე ქვეყნისთვის — საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ავიღოთ ცენტრალური აზია, მისთვის სარგებელი უზარმაზარი იქნება. ასევე შევხედოთ ევროკავშირს და სხვა მიმართულებებს - ეს ყველაფერი აშკარაა. იცით, უბრალოდ რუკას უნდა შევხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…