პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით, ფერმერებმა 1,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სახელმწიფო პროგრამით ფერმერებმა 1,4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდია 500 000 ლარს აჭარბებს. 13 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე 10-მა საწარმომ 5,500 ტონაზე მეტი ვაშლი ჩაიბარა.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით, ფერმერებმა 1,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
რუსთავი 2

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში, 5,500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 1,4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 500,000 ლარს აჭარბებს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით ფერმერებმა 1,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აგროთანაფადინანსების პროგრამას არასტანდარტული ვაშლის კომპონენტი დაემატა - მაქსიმალური კრედიტი ₾5 მლნ იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები