ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ" - რატომ შეიცვალა სუბსიდიის გაუქმების გადაწყვეტილება?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობამ გაუქმებული გადაწყვეტილება შეცვალა და არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების 10-თეთრიანი სუბსიდია აღადგინა. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი ამას დარგის საჭიროებებით ხსნის, თუმცა სამინისტრომ BM.GE-ს კითხვებზე პრიორიტეტების ცვლილების შესახებ პასუხი არ გასცა.

"საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ" - რატომ შეიცვალა სუბსიდიის გაუქმების გადაწყვეტილება?
"საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ" - რატომ შეიცვალა სუბსიდიის გაუქმების გადაწყვეტილება?BM.GE

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების გაგრძელებას აგროსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებსა და სექტორის საჭიროებების განხილვებს უკავშირებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

საქმე ისაა, რომ როგორც სექტემბერში გახდა ცნობილი, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეაწყობის პროგრამა 10 წლის შემდეგ შეწყდა. სამინისტრო აცხადებდა, რომ სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენ და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ იქნებოდა მიმართული. თუმცა, მთავრობის 8 ოქტომბრის განკარგულებით პროგრამა დაბრუნდა და ვაშლის ჩაბარება წელსაც 10 თეთრით დასუბსიდირდება.

BM.GE-მ სამინისტროს მიმართა კონკრეტული კითხვებით, კერძოდ დავინტერესდით: რატომ გადაწყდა გაუქმებული პროგრამის აღდგენა, რატომ შეიცვალა სამინისტროს პრიორიტეტები ამ მიმართულებით, მოთხოვნა იყო დარგის წარმომადგენლებისგან თუ უწყებამ გადაწყვიტა პროგნოზების საფუძველზე, რაზეც კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია.

დღეს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. კომპანია „ბიოჯუსის“ საწარმოში ვაშლის მიღებისა და გადამუშავების პროცესს კი ადგილზე გაეცნო.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აგროსექტორის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრებისა და სექტორის საჭიროებების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელსაც ამოქმედებულიყო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. ამ ეტაპზე, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს როგორც შიდა ქართლის, ისე სხვა რეგიონებში. პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისა და მოსავლის ორგანიზებული ჩაბარების უზრუნველსაყოფად, ქალაქ გორში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი 18 დეკემბრამდე იმუშავებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულმა გადამმუშავებელმა საწარმოებმა, პროგრამის ამოქმედების დღიდან, 13 ოქტომბრიდან დღემდე, 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, ფერმერებმა 200,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 83,000 ლარს აღემატება.

სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2014-2025 წლებში, კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.

[არასტანდარტული ვაშლის] სუბსიდირების შენარჩუნებას მიზანშეწონილად არ ვთვლი | ფერმერი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები