ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს | პირობები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშინაგან საქმეთა სამინისტრო

მთავრობამ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების გაუქმებული პროგრამა დააბრუნა და მის დასაფინანსებლად 4.5 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც 1 კგ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდია გაიცემა.

მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს | პირობები
მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს | პირობებიBM.GE

მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს და ვაშლის ჩაბარებას წელსაც 10 თეთრით დაასუბსიდირებს. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გამოცემული 8 ოქტომბრის განკარგულება.

სახელმწიფომ, ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, 10 წლის შემდეგ შეწყვიტა - აღნიშნულის შესახებ BMG-ის რედაქციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დასტური 10 სექტემბერს მიიღო. უწყებაში განმარტავდნენ, რომ ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდათ, ფერმერის მხარდაჭერა წარმოების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის“ ასიგნებებიდან 4.5 მლნ ლარის მოძიება და მიმართვა დაევალა.

სუბსიდირების პირობების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სააგენტო 18 დეკემბრამდე კომპანიაზე 1 კგ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს, თუ ისინი 1 კგ-ს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.

სოფლის მეურნეობის სააგენტომ ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფი ანუ საკოორდინაციო შტაბი უნდა შექმნას და შტაბი საოფისე ინვენტარით უნდა აღჭურვოს. ამასთან, შსს-ს ევალება ვაშლის ჩაბარების პროცესის კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.

სახელმწიფო კომპანიებს, რომლებსაც მიმდინარე წელს ვაშლის მიღება-გადამუშავება უნდათ გარკვეულ ვალდებულებებსაც უჩენს. უფრო კონკრეტულად:

გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და პროცესის დაწყებამდე გააფორმოს ხელშეკრულება.

აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკით: მინიმუმ 10 მბ/წმ ინტერნეტი, კომპიუტერი/ნოუთბუქი, კომბინირებული პრინტერი.

ვაშლის აწონვა განახორციელოს მხოლოდ ელექტრონული სასწორით.

დამონტაჟებული ჰქონდეს ვიდეოკონტროლის სისტემა (არანაკლებ 4 ვიდეოკამერა, ღამის ხედვით, 3 MP+ გარჩევადობით, iVMS-4200 პროგრამასთან თავსებადი, ჩანაწერის არქივის შენახვით 2027 წლის 30 აპრილამდე).

ყოველდღიურად მიაწოდოს ინფორმაცია საკოორდინაციო შტაბს ვაშლის მიღების განზრახვის შესახებ.

2026 წლის 25 დეკემბრამდე სააგენტოს წარუდგინოს მიღება-ჩაბარების აქტები, გადახდის დამადასტურებელი საბუთები და სრული ვიდეოჩანაწერი.

ამასთან, კომპანიას საკოორდინაციო შტაბში ვაშლის ყოველდღიური მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს.

სოფლის განვითარების სააგენტოს უფლება აქვს, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დამატებით 26 პირი დაასაქმოს.

ცნობისთვის, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამა 2014 – 2025 წლებში ხორციელდებოდა. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?