პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ათენის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს საქართველოსა და ათენის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ათენის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა
შენი ექიმი

პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ათენის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანმოს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები გააცნეს, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

განიხილეს ამ სფეროში არსებული შესაძლებლობები და საქართველოში მათი დანერგვის პერსპექტივები.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები, ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა, საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და ათენის ოფისის ექსპერტები, რომლებიც ჯანდაცვის მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები