კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი, რონალდო ჯუნიორი, პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს. მთავარმა მწვრთნელმა ფილიპე რამოსმა 15 წლის თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 23-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა.

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს ვაჟი რონალდო ჯუნიორი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპე რამოსმა, თავდამსსმელი 23-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა. გუნდი ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება.
კრიშტიანოს ვაჟი ამჟამად "ალ-ნასრის" აკადემიაში თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან შვიდ მატჩში სამი გოლი გაიტანა. 15 წლის ფეხბურთელს პორტუგალიის 15 და 16-წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია, სადაც სულ 13 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.
პორტუგალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის სამივე მატჩს ოეირასში, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე გამართავს. გუნდის თამაშების განრიგი ასეთია:
11 ნოემბერი - პორტუგალია (U-17) – ანდორა (U-17);
14 ნოემბერი - პორტუგალია (U-17) – ბულგარეთი (U-17);
17 ნოემბერი - პორტუგალია (U-17) – სერბეთი (U-17).
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…