კირილ ბუდანოვი: პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა - დამნაშავეები დაისჯებიან
კირილ ბუდანოვის განცხადებით, პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები „გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა“ და დამნაშავეები დაისჯებიან. მედიის ცნობით, კიევთან ახლოს კერძო სახლში დაახლოებით 40 უკრაინელი სამხედრო უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, გუშინ კიევის მახლობლად, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა.
როგორც ბუდანოვმა განაცხადა, ამ მოვლენების კონკრეტული მონაწილეები და ინიციატორები აუცილებლად გამოვლინდებიან და დაისჯებიან.
„უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ გუშინ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა. ამ მოვლენების კონკრეტული მონაწილეები და ინიციატორები აუცილებლად გამოვლინდებიან და დაისჯებიან. შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ძალოვან სტრუქტურებშიც. გენერალურმა პროკურატურამ და შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს ობიექტური გამოძიება“, - განაცხადა ბუდანოვმა.
ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკირილ ბუდანოვი - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში განვითარებული მოვლენები მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას - ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება
კირილ ბუდანოვის განცხადებით, კიევთან ახლოს სოფელში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი ყველა ადამიანი დაისჯება
პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გუშინ განვითარებული მოვლენები უკრაინელთა ერთიანობას ზიანს აყენებს - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი
ციტატები სტატიიდან
„უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ გუშინ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა. ამ მოვლენების კონკრეტული მონაწილეები და ინიციატორები აუცილებლად გამოვლინდებიან და დაისჯებიან. შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ძალოვან სტრუქტურებშიც. გენერალურმა პროკურატურამ და შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს ობიექტური გამოძიება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…