პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიევთან ახლოს საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების მტკიცებით, მათ მიაკვლიეს სახლს, სადაც ჯარისკაცები უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ

კიევთან ახლოს შეკრებილი მომიტინგეების მტკიცებით, მიაკვლიეს სახლს, სადაც 40 სამხედრო უკანონოდ ჰყავდათ გამოკეტილი და აწამებდნენ. პოლიცია ბრალდებას უარყოფს, თუმცა ეროვნული გვარდიის სარდლის ცნობით, ოთხი სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კიევთან ახლოს საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების მტკიცებით, მათ მიაკვლიეს სახლს, სადაც ჯარისკაცები უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ
იმედინიუსი

კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა ერთ-ერთ სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეების წამება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადამიანებმა პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სახლს, სადაც ჰყავდათ გამოკეტილი 40 მობილიზებული სამხედრო და ადამიანები, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს სამხედრო ნაწილი. მომიტინგეების თქმით, სამხედროებს აწამებდნენ.

ამასთან ერთად, პოლიციაში აცხადებენ, რომ სახლი სამხედროების დისლოკაციის ადგილია, ისინი იქ ფრონტზე გაგზავნამდე ცხოვრობენ, ხოლო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გვიან ღამით ადგილზე მივიდა უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო. მან მედიას განუცხადა, რომ ოთხი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ნაწილის თვითნებური დატოვების გამო დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეროვნულმა გვარდიამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დაიწყება გამოძიება, რათა დადგინდეს სინამდვილეში, ხდება თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევა პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეროვნული გვარდიის მეთაურმა პივნენკომ განაცხადა, რომ პეტროპავლივსკა-ბორშჩაჰივკაში მდებარე სახლში იმყოფებოდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სწავლებაზე გაგზავნამდე გაფორმების პროცედურას გადიოდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები